აშშ-ს არჩევნები

ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

REUTERS

ჯო ბაიდენი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატად ვიდეო კონფერენციით წარადგინეს. კონფერენციის მონაწილეებმა საზოგადოებას წინასწარ ჩაწერილი ვიდეო შეტყობინებებით მიმართეს.

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი იყო. ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში 1988 და 2008 წლებში მონაწილეობდა.

დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისას ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადეს ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ჯიმი კარტერმა. ბაიდენს ასევე მხარი დაუჭირა ყოფილმა რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა

ბილ კლინტონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლშის ოვალურ ოფისში ქაოსი შეიტანა. კოლინ პაუელმა აღნიშნა, რომ ის და ბაიდენი იმ ღირებულებებს იზიარებდნენ, რომელზეც პაუელი იზრდებოდა და რომლებიც სამხედრო სამსახურისას გაითავისა. კოლინ პაუელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებები დაბრუნდეს თეთრ სახლში.

დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე ვიდეო მიმართვების მიზანი იყო მაყურებლებისთვის აშშ-ს დემოკრატიული პარტია წარმოეჩინა იმ ძალად, რომელიც ყველაზე ეფექტურად გადაჭრიდა საშინაო და საგარეო პრობლემებს.

კომენტარები