ავღანეთი

ავღანეთის მთავრობამ თალიბანის წევრი 40 პატიმარი გაათავისუფლა

WAKIL KOHSAR

ავღანეთის მთავრობამ თალიბანის 400 მებრძოლის პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი დაიწყო. მთავრობის ეს ნაბიჯი შეფერხებული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ემსახურება.

თალიბანის 80 მებრძოლი ხუთშაბათს გაათავისუფლეს. ზოგიერთ მათგანს მძიმე დანაშაულში ედება ბრალი. პატიმრების გათავისუფლება 19-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა იყო.

ავღანეთს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაცხადებით, ეს ნაბიჯი პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნის მასშტაბით ცეცხლს შეწყვეტას ემსახურება.

400-ვე პატიმრის გათავისუფლების შემდეგ იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება კატარში.

წლის დასაწყისში აშშ-მ და თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას, ხელმოწერის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

თალიბანის 5000 მებრძოლის გათავისუფლება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

მარტში ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმიმ თალიბანის წევრი 1500 პატიმრის გათავისუფლების ბრძანება გასცა. სანაცვლოდ თალიბანი დათანხმდა, გაათავისუფლოს მთავრობის 1,000 ტყვედ ჩაგდებული ჯარისკაცი.

თუმცა 7 აპრილს თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებიდან გავიდა. თალიბანმა განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება შეფერხდა და ტექნიკური გუნდი უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

დარჩენილი 400 პატიმრის გათავისუფლებამ მოლაპარაკებები უნდა განაახალოს.

კომენტარები