ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია

მთავარი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში არსებულ კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

"გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით, მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს". – ამბობს ეზუბაია.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 12 აგვისტოს, დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან 12 პირის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთის გაჩიანი, ხოლო ერთი იმპორტირებულია. დღეს COVID 19-ისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ კი ვირუსული ინფექციისგან 1 058 პირი განიკურნა.

"ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში". – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფომ დღეს 6 ახალი პაციენტი მიიღო, ამ დროისთვის კლინიკაში 38 პირი მკურნალობს ახალ კორონავირუსზე.

12 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების 1 278 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 058 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები