აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი მთავარ არხს და ფორმულას: თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში

"თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში". – ასე მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარი არხს.

კითხვაზე, თუ რატომ უწოდა ჟურნალისტებს პუტინისტები, ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მას ჟურნალისტებისთვის არ მიუმართავს, მან პუტინისტები მთავარ არხს, ფორმულასა და ნაციონალურ მოძრაობას უწოდა.

"რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა და ამ ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში". – ამბობს ღარიბაშვილი.

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არაფერს ამბობენ უმრავლესობაში პუტინის როლზე აგვისტოს ომთან მიმართებაში, რაზეც ღარიბაშვილმა პასუხი არ გასცა.

უკომენტაროდ დატოვებულ შეკითხვას კი ბოლოს მიაძახა – "პუტინისტები ხართ თქვენ". – ასე მიმართა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები