აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი ჟურნალისტებს: პუტინისტები ხართ თქვენ

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიის წარმომადგენლებს პუტინისტები უწოდა.

მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არაფერს ამბობენ უმრავლესობაში პუტინის როლზე აგვისტოს ომთან მიმართებაში, რაზეც ღარიბაშვილმა პასუხი არ გასცა.

უკომენტაროდ დატოვებულ შეკითხვას კი ბოლოს მიაძახა – "პუტინისტები ხართ თქვენ". – ასე მიმართა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

კომენტარები