არჩევნები 2020

ჩარკვიანი სააკაშვილზე: თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა

"ანუ მე ახლა თუკი ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც პრაქტიკულად მე არც არავის მივცემ"- ასე გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ "ფაქტია, გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს".

ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს კარგი განცხადება არ იყო და "მენშევიკურ-ბოლშევკური დამოკიდებულება" არ შეიძლება. 

"ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?! შორს არის ის. მართლაც შეიძლება, სამშობლოდან შორს რომ ხარ, რაღაცეები შავ-თეთრად ჩანდეს და მე მესმის მისი მდგომარეობა. იმისტი და ამისტი ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი და რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან არ გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება".- ეუბნება თამარ ჩარკვიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.

მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე Facebook-ზე გამოეხმაურა

"ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე",- დაწერა ვაშაძემ და ფოტოც დაურთო. 

კომენტარები