შავი ზღვა

საგანგებო: შავ ზღვაზე სეზონის გახსნიდან დღემდე 176 ადამიანი გადავარჩინეთ, 88 არასრულწლოვანია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე სულ 176 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 88 არასრულწლოვანია. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 21 ადამიანი 4-ბალიანი შტორმის დროს გადაარჩინეს. ასევე, იპოვეს სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები