ტურიზმი

1 სექტემბრამდე საქართველოდან ჯამში 31 რეისია დაგეგმილი - განრიგი

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამტკიცებული ავიარეისების განრიგი გამოაქვეყნა. 28 ივლისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში მხოლოდ 31 ფრენაა დაგეგმილი – მათ შორის არის, როგორც რეგულარული (Lufthansa, Air France), ისე სპეცრეისები (Wizzair, Myway Airlines) და ჩარტერული ფრენები (ASL Airlines, Georgian Airways და Air India).

გთავაზობთ განრიგს სრულად: 

28 ივლისი

  • ათენი-ქუთაისი-ათენი (ვიზ ეარი)

29 ივლისი

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ასლ ეარლაინზი).

30 ივლისი

  • დელი-თბილისი-დელი (ეარ ინდია)

1 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)    

2 აგვისტო

  • თბილისი-ვენა-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)

3 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

7 აგვისტო

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

8 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)    
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი).    

9 აგვისტო

  • თბილისი-ვენა-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი).    

10 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

12 აგვისტო

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი)    

14 აგვისტო

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

15 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი)

17 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

19 აგვისტო

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი)    

21 აგვისტო

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)    

22 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)    
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი)

23 აგვისტო

  • თბილისი-ვენა-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)    

24 აგვისტო

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)    

26 აგვისტო

  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი)

28 აგვისტო

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

29 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)    
  • პარიზი-თბილისი-პარიზი (ეარ ფრანსი)

31 აგვისტო

  • თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (ჯორჯიან ეარვეისი)
  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (ლუფტჰანზა)

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, მოლაპარაკებები ავიაკომპანია Air Baltic-თან მიმდინარეობს - საქართველოს მთავრობას სურს, კვირაში მხოლოდ ერთი ფრენა შესრულდეს, რაზეც Air Baltic-ს ჯერ თანხმობა არ უთქვამს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები