რუსული ოკუპაცია

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

radiotavisupleba.ge

25 ივლისს რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ლეჟავა გათავისუფლდა. მას ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.

როგორც ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქე უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და ის ორკვირიან საკარანტინო პერიოდს გაივლის.

დღეს, 26 ივლისს, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები