არჩევნები 2020

ბოკერია კობახიძიზე: მსგავსი პოლიტიკური თაყვანისმცემელი კარიერის განმავლობაში არ მყოლია

უნდა ვთქვა, რომ ეგეთი პოლიტიკური თაყვანისმცემელი, როგორიც კობახიძეა, ჩემი პოლიტიკური  კარიერის განმავლობაში არ მყოლია, იმიტომ, რომ საზომად ვყავარ და სულ კომპლიმენტებს მეუბნება, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ, მე მგონი, ეხლა გიორგი ვაშაძეს კომპლიმენტი გაუკეთა, როდესაც მე შემადარა. ეს - ნახევრად ხუმრობით და შეძრწუნებული ვარო, უთქვამს და მინდა ვთქვა, რომ ამ შეძრწუნებას როგორმე გადაიტანს ბატონი კობახიძე, მაგრამ, აი, არჩევნებში მარცხის შედეგი რო დადგება, ივანიშვილის მთელი გუნდის, აი, მაგას როგორ გადაიტანს, ეს არის ერთადერთი საკითხავი და მაგასაც ვნახავთ. 

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს.

კომენტარები