არჩევნები 2020

კობახიძე ბახტაძეზე: მასზეა დამოკიდებული, რამდენადაა მის ინტერესში საარჩევნო სიაში მოხვედრა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის მდივანის, ირაკლი კობახიძის ცნობით, ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის საარჩევნო სიაში მოხვედრაზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.

თუმცა, კობახიძე განმარტავს, რომ ეს თავად ბახტაძეზეა დამოკიდებული და გუნდში ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება, თუ ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობა თავად მამუკა ბახტაძის ინტერესებში იქნება.

"რაც შეეხება სიას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ მამუკაზეა დამოკიდებული, რამდენად არის მის ინტერესებში ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობა. გვექნება ბუნებრივია ამაზეც კონსულტაციები და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას". – ამბობს კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საარჩევნო სიაში ყოფნის მიმანიშნებელი მამუკა ბახტაძის დასწრება მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე, კობახიძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე ოცნების ერთერთი ლიდერი იყო, და ბუნებრივია მას, როგორც ყოფილ პრემიერს "საპატიო ადგილი" ჰქონდა ღონისძიებაზე.

"ბუნებრივია, პრეზენტაციას ესრებოდა, რადგან ის იყო ჩვენი გუნდის ერთერთი ლიდერი და დღემდე არის ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. როგორც ყოფილი პრემიერმინისტრი, მიწვეული იყო და მას ჰქონდა საპატიო ადგილი ამ ღონისძიებაზე". – ამბობს კობახიძე.

კომენტარები