არჩევნები 2020

კახა კალაძე: ახალ სახეებს დაველოდოთ, წინ ჯერ კიდევ გვაქვს დრო

როდესაც მიმდინარეობდა ადამიანების გადასინჯვა, რა თქმა უნდა როდესაც მე ვსაუბრობ, რომ 4-5 კანდიდატი განიხილებოდა თითოეულ ოლქში, აქ საუბარია, ასევე, ახალ სახეებზე, რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით საარჩევნო სიებში ვიხილავთ.

თქვენ იცით, რომ მაჟორიტარი ცოტა განსხვავებული ტიპაჟია და როდესაც ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, საუკეთესოები აქ არის წარმოდგენილნი, ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვთ იმ ოლქებში, სადაც არიან დასახელებული. რაც შეეხება ახალ სახეებს: ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, წინ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, დაველოდოთ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქართული ოცნების მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები