არჩევნები 2020

კობახიძე მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატ ბექა ოდიშარიაზე: ის სამი თაობით მთაწმინდელია

"ისაა სამი თაობით მთაწმინდელი და თბილისის ამ ულამაზესი უბნის გულშემატკივარი". – ასე წარადგინა "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია.

ოდიშარია მთაწმინდა-კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატები დღეს, 20 ივლისს, წარადგინა.

"ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველი გუნდის კანდიდატებს აერთიანებთ ერთი საერთო ნიშანი - წარმატება.

ქვეყნის მასშტაბით მმართველი პარტიის კანდიდატები იქნებიან:

  • საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
  • ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი
  • გლდანი - ლევან კობიაშვილი, დეპუტატი
  • სამგორი - სოზარ სუბარი, ყოფილი მინისტრი
  • მთაწმინდა - ბექა ოდიშარია, მოქმედი დეპუტატი.
  • ისანი - კახი კახიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი
  • ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, მოქმედი დეპუტატი.
  • დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი, მოქმედი დეპუტატი.
  • ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერის მრჩეველი.
  • ფოთი, ხობი, სენაკი - ირაკლი ხახუბია, მეწარმე, ქართული ოცნების წევრი.
  • აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ოლქი - ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი. 
  • რუსთავი - ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
  • მარნეულის და გარდაბნის ოლქი - მოქმედი მერი ზაურ დარგალი;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტები - გოგი მეშველიანი. ყოფილი გამგებელი.
  • ქუთაისის ოლქი - ზაზა ლომინაძე, ექიმი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
  • სამტრედია, წყალტუბოს, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები - გივი ჭიჭინაძე. ქართული ხმების წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.
  • საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქი - პაატა კვიჟინაძე, ეკონომისტი, მოქმედი დეპუტატი.
  • ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის და ტყიბულის ოლქი - ბეჟან წაქაძე. ბიზნესმენი.
  • გორის და კასპის ოლქი - გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი.
  • ხაშურის და ქარელის ოლქი - ზაზა დუგლაძე, მეწარმე.
  • ამბორალური, ონი, ცაგერი, ლენტეხის და მესტიის ოლქი - გოჩა ენუქიძე, ქართული ოცნების წევრი, მოქმედი დეპუტატი.
  • ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის ოლქი - ანტონ ობოლაშვილი, ბიზნესმენი.
  • ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქი - სამველ მანუკიანი, მოქმედი დეპუტატი.
  • ბათუმში - რესან კონცელიძე, სამართლის დოქტორი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
  • ქობულეთი - ზაალ მიქელაძე, ექიმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი.
  • ხულო, შუახევი, ქედის და ხელვაჩაურის ოლქი - ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი მაჟორიტარი.
  • მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის ოლქი - შალვა კერესელიძე, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი.
  • ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქი - ვასილ ჩიგოგიძე. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ ის წარადგინა, როგორც "რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი".
  • თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის ოლქი - ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მოქმედი გუბერნატორი
  • გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქი - დავით სონღულაშვილი, მოქმედი მაჟორიტარი.

კომენტარები