ევროპული საქართველო

აბესაძე კანდიდატებზე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა უარი თქვა ცვლილებებზე

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უარი თქვეს ცვლილებებზე, უარი თქვეს ქვეყნის უკეთეს მომავალზე და უკეთეს პერსპექტივაზე.

ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ ივანიშვილი და ეს უკვე არსებული გუნდი, რომელმაც ქვეყანაში მოიყვანა სიღარიბე, ეკონომიკური თვალსაზრისით უპერსპექტივობა, ქართულ ოჯახებში უიმედობის განცდა, მოიტანა კრიმინალს დამორჩილებული სამართალდამცავი სისტემა და სერიოზული გამოწვევები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით.

უნდა ავირჩიოთ ახალი გუნდი, ახალი ოპოზიციური ერთობა პარლამენტში, რომელიც რა თქმა უნდა, შეძლებს ქვეყნისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანას, თითოეული ოჯახისთვის უფრო მეტი დოვლათის შექმნას და სიმდიდრის მოტანას, ქვეყნის დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და დეოკუპაციის თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ნომერ პირველ პრობლემად რჩება

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ 30 საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას.

კომენტარები