არჩევნები 2020

გახარია: "ოცნება" ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში, ეს წარმატება ქვეყანას სჭირდება

ჩვენ დღეს, აქ, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ. ეს გამაჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა.

2020 წლის არჩევნებზე ჩვენ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით მივდივართ. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამ 2012 წლის შემდგომ, ყოველდღიურად შენება დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობების მქონე ქვეყნის. ეს გახდა მხოლოდ ამიტომ შესაძლებელი და რაც მთავარია, პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ეს პასუხისმგებლობაა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება.

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კოჯორში, ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.

კომენტარები