არჩევნები 2020

ქართული ოცნება დღეს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს წარადგენს

ქართული ოცნება

ქართული ოცნება დღეს, 11 საათზე, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს წარადგენს. 

მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია გუშინ, 19 ივლისს დაამტკიცა.

14 ივლისს, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ვინ იქნებიან ქართული ოცნების კანდიდატები – სია ნახეთ აქ. 

ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, მანდატები კი ასე გადანაწილდება: 120 მანდატი - პროპორციული სიით, 30 მანდატი - მაჟორიტარულით.

კომენტარები