მეუფე შიო

მეუფე შიო: ხშირად სნეულებები ცოდვების გამოა, როგორც გაკვეთილი და მწარე წამალი

...სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, როგორც გაკვეთილი, როგორც ერთგვარი მწარე წამალი, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე – ცხოვრების აზრზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, შეცდომებზე, რომ გამოვასწოროთ. ამისთვის არის ეს მოცემული და არა იმისთვის, რომ ადამიანი იტანჯებოდეს. საბოლოო ჯამში, დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისადმი, ეს არის ყველაზე დიდი რამ ამ ქვეყანაზე. რატომ? – იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვემსგავსებით უფალს

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას ილაპარაკა.

კომენტარები