უბედური შემთხვევა

კაცი, რომელსაც ხაშურთან ტრაილერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

კაცი, რომელსაც ხაშურთან ტრაილერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკა გორმედში დაუდასტურეს. 

შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა. ტრაილერი ავტომაგისტრალზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითს დაეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები