საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა ანდრია პატრიარქზე: მოციქულთა განათლებაში რომ ვინმე ეჭვს შეიტანდა, რას ვიფიქრებდი

მოციქულთა განათლებულობაზე ვინმე ეჭვით თუ დასვამდა კითხვას, როგორ ვიფიქრებდი. იმქვეყნად, სინანულის მერე თუ მოუწია შეხვედრა მოციქულებთან: პეტრე, მათე, პავლე, იოანე და ლუკასთან, რა პასუხს გასცემს? სხვებზე რომ არაფერი ვთქვა, ლუკას ისტორიკოსობის ამბავი ყველასთვის ცნობილია (ასევე ექიმი და მხატვარი). პავლე მოციქულს ისეთი რაბინული განათლება აქვს მიღებული, მასზე უხერხულია თქვა – უწიგნურიაო ... არა მხოლოდ ქუჩური გარჩევებით, მგონი მენტალურადაც სურთ 90-იანებში დაგვაბრუნონ ...

ასე გამოეხმაურა მღვდელმონაზონი ანდრია სარია კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას, სადაც ილია მეორემ თქვა: "მოციქულები იყვნენ მეთევზეები. მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს, უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა"

კომენტარები