საკვირაო ქადაგება

მოსაყდრე შიო: ილია II თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის ყველაზე მძლავრი ლოდია

ჩვენ ერთობით უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს მამასა და მეუფეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ვინაიდან იგი არის თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის მთავარი, ყველაზე მძლავრი ლოდი, დიდი წინამძღოლი.

მისი მოღვაწეობიდან ჩანს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია. თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი, დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა. ღმერთმა გაახაროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, გააძლიეროს და მრავალსა წელს, მრავალ ჟამს ყოფილიყოს მისი წინამძღოლობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოსაყდრე შიომ პეტრე-პავლობა მიულოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს

კომენტარები