გიორგი შაქარაშვილის საქმე

ჯაღმაიძე შაქარაშვილზე: როცა ნარკოტიკების მიღება ევროპიზაციაა, ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს

მთავარი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე შაქარაშვილის საქმეზე ამბობს, რომ "ევროპიზაცია და ნარკოტიკების მიღების თავისუფლება" მსგავსი ტრაგედიების გამომწვევია. 

როგორც ჯაღმაიძემ, 5 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, შაქარაშვილის საქმეზე პასუხიმგებლობა "ყველამ უნდა იგრძნოს". 

მისივე თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ახალგაზრდების ცხოვრებაში ეკლესიის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა, "უკვე 10–12 წელია სკოლებში შესვლა ეკრძალება სასულიერო პირს იმისათვის, რომ მოსწავლეებთან შეძლოს მსგავს თემებზე საუბარი".

"სამწუხაროა რომ ძალიან ბევრი ძალადობაა... როდესაც ჩვენ სახალხო დამცველისაგან გვესმის, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი. როდესაც მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება არის თურმე თავისუფლების აქტი და რაღაცა ევროპიზაცია, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს".- ამბობს ჯაღმაიძე

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს. გამოძიება ამ დრომდე სასამართლო ექსპერტიზის პასუხს ელოდება. პროკურატურამ და შსს-მ საქმეზე გარკვეული ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა, რჩება უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხები არ არის და რომელთა მოძიებასაც მედია ცდილობს.

კომენტარები