ილია II

პრეზიდენტი პატრიარქს ეახლა და იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს ეახლა და იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ხატი თავად ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა.

"26 წლის შემდეგ, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს; 12 ივლისს კი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ". – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები