ჩეხეთი

ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ორი მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. 24 დაშავდა, მათგან ცხრა პირი სერიოზულად მწვავედ არის დაშავებული.

სასწრაფო დახმარების სპიკერის თქმით, დაშავებულებს შორის არიან გერმანელი მოქალაქეები.

შემთხვევა პერნიკთან მოხდა, გერმანიიდან 10 კილომეტრის მოშორებით.

ადგილობრივი სიახლეების სააგენტოში თქვეს, რომ ერთერთი მატარებელი გერმანიაში, იოჰანგეორგენშტადტში მიდიოდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები