სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში ფანტასტიკური ადგილების აღმოსაჩენად

საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს.

დღეს ზურაბიშვილი ლეჩხუმში იმყოფებოდა. "ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი სოფელ ქვემო ღვირიშში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ჯიში ხორბლის – ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე, ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა. დღესვე პრეზიდენტი ორბელის გადმოსახედს ესტუმრა და პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.

კომენტარები