ეკონომიკა

მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 6.1% შეადგინა

Reuters

საქსტატის ინფორმაციით, გასულ თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.1%-ს გაუტოლდა, საბაზო ინფლაცია კი 6.6%-ს. 

უწყების ინფორმაციით, თვიურ გამოსახვაში ფასები უმეტეს სასაქონლო ჯგუფებში შემცირებულია, ხოლო ზრდა ძირითადად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში გაძვირებას უკავშირდება. აპრილთან შედარებით მაისში ფასების ცვლილება სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფებში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები — -4.8%;
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო — -0.3%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი — 5.6%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები — 1.6%;
  • ჯანდაცვა — 2.2%;
  • ტრანსპორტი — -3.4%;
  • სასტუმროები, კაფეები რესტორნები — 3.1%;

კომენტარები