საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს, პირველ რიგში, შევეცდებით თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და, მეორე რიგში, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატური პრინციპია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა. მსოფლიოში როგორ განვითარდება ამაზე იქნება დამოკიდებული, გაუარესდება და თუ გაუარესებისკენ წავა, რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება უფრო მეტად გავიხსნათ და უფრო ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არის ზოგადი ფილოსოფია, რაც დგას იმის უკან, თუ რატომ არ აღვადგინეთ ფრენები ყველა მიმართულებით. საბოლოო ჯამში სელექციურად შეიძლება გაიხსნას ისევ. ამ ეტაპზე ზუსტად თქმა შეუძლებელია.
ეკონომიკა
მაჭავარიანი აგვისტოდან ფრენების აღდგენაზე: ფრთხილად მივუდგებით, 1-2 თვე შევხედავთ ვითარებას
tbl.ge/4vt0
დაკოპირდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საზღვრების გახსნის, ფრენებისა და ტურიზმის აღდგენის საკითხზე ილაპარაკა.
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




