არჩევნები 2020

კელი დეგნანი: ვვარაუდობ, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება

ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს ბევრ არჩევნებზე და საქართველო ამის აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი, საქართველოს მეგობრები, დონორები ეხმარებიან საქართველოს, რათა გამოარჩიონ ნამდვილი ინფორმაცია და დეზინფორმაცია ერთმანეთისგან და უფრო კარგად შეაფასონ ის ინფორმაცია, რასაც იღებენ. მე არ მაქვს არანაირი კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანა მიიწევს სრულად პროპორციული არჩევნებისკენ.

საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ამის შესახებ ვიდეოკონფერნციისას განაცხადა.

კომენტარები