არჩევნები 2020

ელისაშვილი: თურქეთიდან და ირანიდან ნიორის და ხახვის შემოტანა სირცხვილი არ არის?

[სოფლის მეურნეობის ამუშავება] ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამ კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს რა უთხრა? რომ საიდანღაც კი არ უნდა ეზიდებოდნენ... ეგვიპტიდან, თურქეთიდან და ირანიდან რომ ნიორი და ხახვი შემოგვაქვს, სირცხვილი არ არის? და ამ ვითარებაში, როდესაც საზღვრები იკეტება, ხო ავარდა ფასები ეგრევე.

52 სახეობის ნიადაგი არსებობს დედამიწაზე. საქართველოში იცით რამდენია? 49. სოფლიოს მეურნეობა არათუ ფეხზე დაგვაყენებს, გაგვამდიდრებს. 

ალეკო ელისაშვილმა ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ისაუბრა.

კომენტარები