დანია

დანიის პრემიერმინისტრმა ევროსაბჭოს სამიტზე დასასწრებად ქორწილი კიდევ ერთხელ გადადო

დანიის პრემიერმინისტრმა, მეთე ფრედერიკსენმა, ქორწილი მეორედ გადადო, ამჯერად, ევროსაბჭოს სამიტზე დასასწრებად

"მე ველი ამ შესანიშნავ კაცზე დაქორწინებას... თუმცა, ცხადია, ეს ასე ადვილი არ არის. ახლა საბჭოს შეხვედრაა ბრიუსელში, ზუსტად ივლისს იმ შაბათს, რა დროსაც ჩვენ ქორწილი გვქონდა დაგეგმილი," - წერს პრემიერმინისტრი.

"მე ჩემს საქმეს და დანიის ინტერესებს უნდა მივხედო. ამიტომ, გეგმები კიდევ ერთხელ უნდა შევცვალოთ," - აღნიშნა მან.

პრემიერმინისტრი წერს, რომ მალე შეძლებენ ქორწილის გამართვას.

ბრიუსელში ევროსაბჭოს შეხვედრა 17 და 18 ივლისს არის ჩანიშნული.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში 17 ივლისს ქვეყნების ლიდერები ოფიციალურად გამართავენ პირისპირ შეხვედრას. მათ უნდა განიხილონ პანდემიის კრიზისის რეაბილიტაციის გეგმა და ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი. 

გასულ წელს ფრედერიკსენმა ქორწილი არჩევნების გამო გადადო.

კომენტარები