კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 771

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

24 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 914 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 771 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 129 აქტიური შემთხვევაა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში – 2744.

კომენტარები