არჩევნები 2020

გოგუაძე: ელისაშვილი ოპოზიციას ეუბნებოდა - დამიჭირეთ მხარი, ოღონდ არ თქვათ, რომ მხარს მიჭერთ

ორნი იყვნენ პარტიაში: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი [და ორ ადგილს ითხოვდნენ]. 

უწესობაა, როდესაც პარტიებს ელაპარაკები, თუნდაც შუალედურ არჩევნებში და გინდა მათი მხარდაჭერის მოპოვება, ოღონდ ეუბნები ნაციონალებსაც და ევროპელებსაც: დამიჭირეთ მხარი, ოღონდ არ თქვათ, რომ მხარს მიჭერთ. ეს არის უწესობა, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ.

ჩვენ ველოდებოდით, რომ [შუალედურ არჩევნებში] ალეკო ელისაშვილი იქნებოდა საერთო კანდიდატი, მაგრამ ის ამაზე არ წამოვიდა, პარტიებთან ჰქონდა მოლაპარაკებები, მერე იოსელიანი დააყენა და დიახ, ჩვენ ღიად შევედით ბლოკში ევროპულ საქართველოსთან, რადგან ხალხის ზურგსუკან არაფერი არ უნდა გააკეთო.

როდესაც არჩევანს აკეთებ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დალაგებულ კარტებს ჭრი და ეს იყო ჩვენი ევროპელების ბლოკში შესვლა – მას ასე ჰქონდა დალაგებული, "ესენი არიან ნაცები, ესენი არიან ქოცები და ისინი ერთმანეთს ვერასოდეს დაელაპარაკებიან, იმიტომ, რომ მე ასე მინდა".

როდესაც ჩვენ შევედით ევროპულ საქართველოსთან ბლოკში, ბევრს არ მოეწონა, ეს მათი გადასაწყვეტია და მე პატივს ვცემ, მე დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა თუ არ ვიპოვეთ თანამშრომლობისა და ერთმანეთთან მისასვლელი გზები, ისე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ნინო გოგუაძე მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები