არჩევნები 2020

გოგუაძე: რომ არა ევროპელები, ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად ჩააგდებდა

მე დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც ჩაეგდო. პირელი მოსმენით უნდოდა, რომ ჩაეგდო. მას რომ არ უნდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როდესაც საქვეყნოდ დადებული სიტყვა გატეხა და დაამსხვრია პირველად ...

... სწორედ ამ დამსხვრეული სიტყვის მერე, როდესაც მთელმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს და ის არის უპირო პარტნიორი, რომელსაც ვერ ენდობა ვერავინ, წამოვიდა დემოკრატიული შტურმი წერილების, რომელიც დღემდე არ ჩერდება.

სწორედ ამიტომ, მას მოუხდა კომპრომისულ ვარიანტზე დათანხმება. მაგრამ მის ინტერესში იყო ამის ჩაგდება, ოღონდ ისე გაკეთება, რურუაც ამიტომ დაიტოვა, რომ ბერკეტი ჰქონოდა ხელში, უნდოდა, რომ ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციისთვის დაეკისრებინა.

სწორედ ამიტომ, ევროპულმა საქართველომ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც პირველ მოსმენაზე, და პირველი მოსმენა არის პრინციპებული მოსმენა, რომლის ჩაგდების შემთხვევაშიც დამთავრებულია საკონსტიტუციო პროცესი, ისევე როგორც რურუას თემაც იხურებოდა, შევიდა და დააზღვია.

წინა დღეს გააკეთა ევროპულმა საქართველომ განცხადება და ბიძინა ივანიშვილს მოუხდა მობილიზაცია, [რომ არა ევროპული საქართველო], ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად ჩააგდებდა და დააკისრებდა პასუხისმგებლობას ოპოზიციას.

ახლა, რადგან 116 ხმის მობილიზაცია მოახდინა სწორედ იმიტომ, რომ მერე ეთქვა, რომ აგერ ოპოზიციის გარეშეც გავდიოდით, უკვე "ცუნგ ცვანგშია" –116 ხმა აქვს, უნდა მიიღოს ბოლომდე, თუ უნდა შეთანხმება და კონსენსუსი, მაშინ უნდა გამოუშვას რურუა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ნინო გოგუაძე მთავარი არხის ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

კომენტარები