საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი კორონავირუსის გამო პილიგრიმობას კრძალავს

AFP

საუდის არაბეთი კორონავირუსის გამო პილიგრიმობას კრძალავს. 2020 წელს საუდის არაბეთის გარეთ მცხოვრებ მუსლიმებს მექასა და მედინაში ჰაჯის შესრულება არ შეეძლებათ. მუსლიმების წმინდა ქალაქის მონახულებას მხოლოდ საუდის არაბეთში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ, თუმცა მათი რაოდენობაც შეზღუდული იქნება.

ზაფხულში მექას და მედინას დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს ხოლმე.

საუდის არაბეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 161 005 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1 307 ადამიანი.

კარანტინი გასულ კვირას მოიხსნა.

მექა და მედინა დაკეტილი იყო მუსლიმებისათვის წმინდა თვის, რამადანის განმავლობაშიც.

კომენტარები