შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა

ნინო ჯავახაძე
ეკონომიკის სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის გვერდზე დაწერა. 

"მოკლედ,15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური, ასე და ამგვარად",- წერს ჯავახაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, Police.ge-ზე მის შესახებ ინფორმაცია უკვე აღარ იძებნება. 

ნინო ჯავახაძე 2016-2017 წლებში ჯავახაძე გიორგი გახარიას მოადგილე იყო, როცა ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლიდან კი შს მინისტრის მოადგილე გახდა. 

კომენტარები