შინაგან საქმეთა სამინისტრო

ადამიანის სხეულის სამედიცინო ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევისთვის 3 პირი დააკავეს

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის მუხლით 3 პირი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, საუბარია სამედიცინო ნარჩენებზე.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტვ პირველის ინფორმაციით, სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიის ერთ-ერთი სოფლის ფერმის მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც ყრია.

"ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა მთელი ფერმა. ეპიდემიის დიდი საშიშროებაა… ერთ თვეზე მეტია ყრია, რაც ჩვენ ვიცით. როდის უნდა გაიტანონ?!" - ამბობენ ადგილობრივები.

კომენტარები