შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბათუმში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს.

"დაკავებული მამაკაცი,  თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. 

სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები