მსოფლიო

აშშ-ში 85 წლის ასაკში ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი, სერგეი ხრუშჩოვი გარდაიცვალა

აშშ-ში 85 წლის ასაკში, სსრკ-ის კომპარტიის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი, სერგეი ხრუშჩოვი გარდაიცვალა. გარდაცვლების ფაქტი დააადასტურა, სერგეი ხრუშჩოვის შვილმა. 

სერგეი ხრუშჩოვი აშშ-ში საცხოვრებლად 1991 წელს გადავიდა. 1999 წელს ხრუშჩოვმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, იგი კითხულობდა სალექციო კურსს ბრაუნის უნივერსიტეტში. 

სერგეი ხრუშჩოვი მოსკოვში, 1935 წელს დაიბადა, ფლობდა დოქტორის ხარისხს ტექნიკურ მეცნიერებებში, დაკავებული იყო ბალისტიკური რაკეტების შემუშავებით. 1963 წელს მიიღო სოციალისტური შრომის გმირის წოდება, იყო ლენინური პრემიის ლაურეატი და ორდენოსანი. 

სერგეი ხრუშჩოვის მამა, ნიკიტა ხრუშჩოვი 1953-1963 საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის პოსტს იკავებდა. ხრუშჩოვის სახელს უკავშირდება კომპარტიის მეოცე ყრილობა, რომელზეც დესტალინაზიციისს კურსი გამოცხადდა.

კომენტარები