ჭავჭავაძის გამზირი

"აქაურობა დაამსგავსეს საღორეს" - ზურაბ ჯაფარიძემ გადათხრილ ჭავჭავაძეზე გოჭი გაასეირნა (Video)

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადათხრილ ჭავჭავაძის გამზირზე გოჭი გაასეირნა. მისი თქმით, "აქაურობა, რამდენიმე თვეა, დაამსგავსეს საღორეს". ჯაფარიძის შეფასებითვე, "თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს იმდენი დრო გორგასალს, რაც ამან [კახა კალაძემ] ჭავჭავაძეს დაახარჯა".

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. კახა კალაძე წლის ბოლოს ამბობდა, რომ სამუშაოები მთლიანად 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა, თუმცა ასფალტს დღემდე აგებენ. 17 ივნისს თბილისის მერმა თქვა, რომ ბოლო ფენის დაგება ორშაბათამდე დასრულდება, ამის შემდეგ კი, "მოხდება დახაზვის სამუშაოები, განათების ბოძების შეცვლა და ახალი სანათების დაყენება".

კომენტარები