ჭავჭავაძის გამზირი

კალაძე: ჭავჭავაძე ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, ქუჩის მოწყობის ახალი სტანდარტი დავაწესეთ

თბილისი მერის, კახა კალაძის შეფასებით, განახლებული ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. ამის შესახებ კალაძემ საკრებულოს სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"შეიძლება ითქვას, ქუჩის მოწყობის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტი დავაწესეთ". – ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, სამომავლოდ, ყველა ქუჩა, რომელიც გაკეთდება, ჭავჭავაძის გამზირის სტანდარტის იქნება და ყველას ექნება შესაბამისი სივრცე.

კომენტარები