ჭავჭავაძის გამზირი

ჭავჭავაძის გამზირზე ასაკოვან კაცს ავტობუსი დაეჯახა – მისი მდგომარეობა მძიმეა

ტაბულა

ჭავჭავაძის გამზირზე ასაკოვან კაცს ავტობუსი დაეჯახა. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში ტაბულას უთხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები