ჭავჭავაძის გამზირი

ჭავჭავაძის გამზირზე მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა

ტელეკომპანია პირველი

ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი, ტაქსი, შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.


განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში რამდენჯერმე მოხვდა. 2020 წლის 8 სექტემბერს ავტობუსს მანქანა შეეჯახა. 23 და 11 სექტემბერს კი ავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - ისინი მსუბუქად დაშავდნენ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი საპასუხოდ თქვა, რომ "თუ რაღაც სასწაულს არ აკეთებ, შეუძლებელია, ჭავჭავაძეზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს."

კომენტარები