ჩინეთი - ჯანმო

ჯანმო-ს დირექტორი ჩინეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ცერემონიაზე სიტყვით მიმართავს

ტედროს ადანომ გებრაიესუსი და სი ძინპინი
AP

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრაიესუსი ჩინეთის წამყვან ცინხუას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონიას ონლაინ ჩაერთვება და მათ სიტყვით მიმართავს. 

ჯანმო-ს ჩინეთთან ახლო კავშირში, ჩინეთთან ერთად ახალი კორონავირუსის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. 29 მაისს აშშ-მა ორგანიზაციასთან ურთიერთობის შეწყვეტა დააანონსა.

როგორც ცინხუას ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის ცნობაშია აღნიშნული, ტედროსის ონლაინმიმართვა 21 ივნისს არის დაგეგმილი.

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი აღნიშნულ სიახლეს შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა: "ტექსტის წინასწარი ასლი: როგორ დავფაროთ პანდემია".

სიახლეს ჩინეთზე ხისტი პოზიციის მქონე კიდევ ერთი ამერიკელი სენატორი, რიკ სკოტიც გამოეხმაურა – "გაკვირვებულები ვართ? ტედროსი ცინხუას უნივერსიტეტში ისაუბრებს, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მრავალმა ცნობილმა ლიდერმა, მათ შორის, თავმჯდომარე სი ძინფინგმა, დაამთავრა. ეს უბრალოდ მეტ კითხვას ბადებს ჯანმო-სა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მყუდრო ურთიერთობაზე".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გებრაიესუსი ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტში სიტყვით გამოდის. ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, ცოტა ხნით ადრე, სანამ მას ჯანმო-ს დირექტორად აირჩევდნენ, ის პეკინის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ჩინეთს აფრიკის ქვეყნების ჯანდაცვის გაძლიერებაში.

ჯანმო-სა და ჩინეთის კავშირის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაკითხოთ აქ.

კომენტარები