კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 724

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია Stopgov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ჯერჯერობით არ არის ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები.

16 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 879 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 724 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 14.

კარანტინის რეჟიმში 2 710 ადამიანი იყოფება, სტაციონარის მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 ადამიანი.

კომენტარები