სექსუალური შევიწროება

შსს: ვანში კაცმა მეზობელი სექსუალურად შეავიწროვა, სასამართლომ ის 300 ლარით დააჯარიმა

www.japantimes.co.jp

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სექსუალური შევიწროების ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ს.ჯ. გამოავლინეს. კერძოდ, ვანის პოლიციას მიმართა ქალმა, რომელმაც მეზობელი მამაკაცის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი დაწერა.

"პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებული ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო" – აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები.

"სასამართლომ ს.ჯ. სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ჯ.-ს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა" - აცხადებს შსს.

კომენტარები