კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კორონავირუსით ჯამში სამედიცინო სფეროს 97 წარმომადგენელი დაინფიცირდა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 827 ადამიანს შორის 97 - სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

"ეს არის როგორც ექიმი, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევების შესახებ ჩვენ ვიცით" - თქვა გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

საქართველოში 10 ივნისის დილით კორონავირუსის 822 შემთხვევა იყო დადასტურებული, თუმცა, საღამოს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დღის მანძილზე კიდევ 5 ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი, შესაბამისად, ინფიცირებულების რაოდენობა 827-მდე გაიზარდა.

კომენტარები