სლოვაკეთი

სლოვაკეთმა კიდევ 16 ევროპულ ქვეყანასთან გახსნა საზღვარი

10 ივნისიდან კიდევ 16 ევროპულ ქვეყანასთან ხსნის საზღვრებს.

ამიერიდან სლოვაკეთი გერმანიიდან, ლიხტენშტეინიდან, შვეიცარიიდან, სლოვენიიდან, ხორვატიიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, მალტიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და ისლანდიიდან ჩასულებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღებს.

გასულ კვირას სლოვაკეთმა ჩეხეთის რესპუბლიკასთან, ავსტრიასთან და უნგრეთთან გახსნა საზღვარი.

სლოვაკეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო. დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია.

სლოვაკეთმა ახალი კორონავირუსის შემთხვევის დადასტურებამდე მკაცრი სასაზღვრო შეზღუდვები შემოიღო. 

უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ მყოფი ადგილებიდან დაბრუნებულ სლოვაკეთის მოქალაქეებს კარანტინის გავლა და კორონავირუსის ტესტის გაკეთება მოუწევთ.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა მატოვიკმა ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩამოსულებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

სლოვაკეთში ახალი კორონავირუსის 1 531 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 28 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები