ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგელი დემონსტრანტები "მილიონიანი პროტესტის" წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ

სამშაბათი, 9 ივნისი, 2020 - 16:50
tbl.ge/4tbp
დაკოპირდა

9 ივნისს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება. 2019 წლის 9 ივნისს ჰონგ-კონგის ქუჩებში დაახლოებით მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

ჰონგ-კონგში ახალი კორონავირუსის გამო ამჟამად მხოლოდ 8 პირის შეკრებაა დაშვებული. აქციის პარალელურად ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

დღის განმავლობაში ქალაქი სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში ჰონგ-კონგის დემოკრატიის მხარდამჭერ სლოგანებს გაიძახდნენ.

ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა, ამ თარიღთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქალაქი მეტ "ქაოსს" არ აიტანს.

გასული წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში აქციებზე 11-დან 84 წლამდე დაახლოებით 9 000 ადამიანი დააკავეს. აქედან 600-ზე მეტ პირს არეულობის მოწყობის გამო ბრალი წარუდგინეს.

ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები ამით არ დასრულებულა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებას და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

2019 წლის 9 ივნისი. ჰონგ-კონგი.

მას შემდეგ სიტუაცია ბევრად გამწვავდა. მაისში ჩინეთმა განიზრახა, რომ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონები მიიღოს, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიის ფაქტობრივ დასრულებას ნიშნავს.

ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტქების გამო, მომავალ დღეებში კიდევ არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროეტების საბოლოოდ მიღება "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის.

ჰონგ-კონგის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

ბრიტანეთმა და ტაივანმა ჰონგ-კონგელებს დახმარება უკვე აღუთქვეს.

ჰონგ-კონგიჩინეთიექსტრადიციის კანონპროექტიჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტქიაშშტაივანიბრიტანეთიაქცია ჰონგ-კონგსი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 22:40

ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად, 3 პირი დაჭრეს
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 22:31

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად, 3 პირი დაჭრეს

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 21:28

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 21:14

ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

სანაიას პატიმრობა ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს - საია
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 20:37

სანაიას პატიმრობა ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს - საია

ყველაზე კითხვადი

WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
1WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს
421 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა - სააგენტოს გაფრთხილება
5Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕