დღეს არის სულთმოფენობა. ეს არის დღე ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა. ეს არის დღე, რის გამოც უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა.
მინდა, ეს დღე, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს მივულოცოთ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მისი საპატრიარქო მოღვაწეობა არის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს, იმიტომ რომ მთელი მისი მოღვაწეობა სულიწმინდის მადლით არის გაჯერებული და ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მას.