რუსეთი

გერმანული მედია: გერმანელი ნეო ნაცისტები წვრთნებს რუსულ ბანაკებში გადიან

DW

მილიტარისტული ულტრა-მემარჯვენე გერმანელი ექსტრემისტები საბრძოლო მზადებას რუსეთში გადიან. ინფორმაციას გამოცემა Focus ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, მათ ამის აღკვეთა/პრევენცია არ შეუძლიათ.

ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტები პარამილიტარისტულ წვრთნებში მონაწილეობენ, რომელიც რუსეთში, სანქტ პეტერბურგთან ახლოს მდებარე ბანაკში ტარდება.

Focus გერმანულ საგამოძიებო უწყებებზე დარდყნობით წერს, რომ გერმანული ექსტრემისტული დაჯგუფება "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (NPD) ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, ასევე პარტია მესამე გზის წევრებმა სწავლება უკვე დაასრულეს.

წვრთნის მონაწილეებმა ისწავლეს ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება, ასევე, ორთაბრძოლა.

სწავლების მონაწილეთა შორის, გერმანელებთან ერთად, შვედი და ფინელი ნეო ნაცისტებიც არიან. ისინი, შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში რუს სამხედროებსაც შეუერთდნენ.

ბანაკს, სახელწოდებით "პარტიზამი" რუსული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი, რუსული იმპერიული მოძრაობა (RIM) მართავს. მას სანქტ პეტერბურგთან ახლოს ორი ბანაკი აქვს. ორგანიზაციის მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა RIM ცოტა ხნის წინ შეიყვანა გლობალური ტერორისტების სიაში. აშშ-ის განცხადებით, "ჯგუფმა ჩაატარა პარამილიტარისტული სტილის სწავლება რასისტებს და ნეო ნაცისტებს ევროპაში".

რუსეთის განცხადებით კი, ეს ჯგუფი არ ეხმარება ტერორისტებს, აშშ-ს კი დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს. ოფიციალურ მოსკოვს ამ ჯგუფისთვის მოქმედება არ აუკრძალავს.

გერმანული გამოძიებისთვის ცნობილია, რომ გერმანელი ექსტრემისტები ბანაკის აქტივობებში მონაწილეობენ. თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ არ შეუძლიათ, მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრება აუკრძალონ. ოფიციალური პირების თქმით, ბანაკის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც იცის.

კომენტარები