კორონავირუსი და ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საფრანგეთს კრიზისთან გამკლავება 450 მილიარდი ევრო დაუჯდა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის თქმით, ქვეყანას ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრისიზთან გამკლავება 450 მილიარდი ევრო დაუჯდა, რაც საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ია.

"თუ შევკრებთ ყველაფერს, რაც გავაკეთეთ ბიუჯეტის სახსრებით და ბიზნესის ფულადი დახმარებისთვის, 450 მილიარდი ევრო გამოვა", - თქვა ფრანგულ ტელევიზიასთან ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.

მარტის შუიდან მოყოლებული, საფრანგეთის მთავრობამ უხელფასო შვებულებაში გაშვებული ადამიანების ხელფასები დაასუბსიდირა, დააფინანსა სესხები, მცირე ბიზნესს მისცა საგადასახადო შეღავათები და დაურიგა ფული. გარდა ამისა, მთავრობამ წარმოადგინა დარგობრივი დახმარების პაკეტები ცალკეული სექტორებისთვის.

უხელფასო შვებულებაში გასულებს სახელმწიფომ ხელფასის 70% დაურიგა, რაც, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეტაპობრივად შემცირდება.

ამ დროისათვის საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 182 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 28 730 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 735 გარდაიცვალა.

კომენტარები